LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სასტუმროები მალე ვარსკვლავებით შეფასდება

230
hotelstars

მაისიდან ქართულ სასტუმროებს Hotelstars Union- ვარსკვლავებით შეაფასებს, – ამის შესახებ „სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაციის“ დამფუძნებელი ქეთი მელაძე სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს. ის ამბობს, რომ საქართველოში მაისში ჩამოვლენ ევროპელი ექსპერტები, რომლებიც ევროპული სტანდარტების მიხედვით, ვარსკვლავებით შეაფასებენ ქართულ სასტუმროებს. Hotelstars Union-ის შეფასების მიღება სასტუმროებისთვის ნებაყოფლობითი იქნება.

როგორც მელაძე განმარტავს, ევროპული სტანდარტის შეფასების მიღება ქართული სასტუმროების მიმართ ინტერესს მნიშვნელოვნად გაზრდის და ამასთან, აღარ იქნება ქვეყანაში ძვირადღირებული ბრენდების ფრენჩაიზით შემოყვანის საჭიროება.

აღსანიშნავია, რომ ევროპული შეფასების მისაღებად საჭიროა, სასტუმროები იყვნენ „სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის“ წევრები და გარკვეული კრიტერიუმები დააკმაყოფილონ.

ცნობისთვის, Hotelstars Union, რომელსაც შემუშავებული აქვს სასტუმროების კლასიფიკაციის ერთიანი სისტემა, 2009 წელს შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g