LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სასტუმროები თითქმის სრული დატვირთვით ამუშავდა – საზღვრების გახსნის ეფექტი

103
ipiccy-image

სასტუმრო ბიზნესი მიმდინარე ტურისტულ სეზონს იმედით უყურებს და მიიჩნევს, რომ საზღვრების გახსნის, რეგულაციების შემსუბუქებისა და ავიარეისების ზრდის ფონზე საქართველოს მეტი უცხოელი ტურისტი ეწვევა, – ამის შესახებ „ამბასადორი ჯგუფში” აცხადებენ და აღნიშნავენ, რომ უცხოელი ტურისტების შემოსვლის ტენდენცია ზრდადია.

„თუ კი არსებულ მონაცემებს 2020 წელის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შევადარებთ, ზრდა მართლაც რომ თვალშისაცემია. თუმცაღა, პანდემიის ფონზე შედარების ნიშნულად 2020 წლის მაჩვენებლები არ უნდა მივიღოთ. შარშან ამ დროს სასტუმროები, ფაქტობრივად, გაჩერებული იყო და ცხადია, 2020 წელთან შედარებით კი ბატონო მაღალი ნიშნული ფიქსირდება. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი მაინც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებაა, რადგანაც 2019 წელის ამ პერიოდში სრული დატვირთვით ვმუშაობდით და ძალიან ბევრი უცხოელი დამსვენებელი გვყავდა. ჯერჯერობით, 2019 წლის ნიშნულს არ მივახლოებულვართ, თუმცა მოლოდინები საკმაოდ იმედის მომცემია”, – აცხადებს „ამბასადორი ჯგუფის” მარკეტინგის მენეჯერი ნინო ნადიბაიძე.

ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონს Le Meridien Batumi 100%-იანი დატვირთულობით ხვდება. ამის შესახებ Le Meridien Batumi-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კატია აბსანძე აცხადებს. როგორც ის ამბობს, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სასტუმრო ნომრებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება. „შარშანდელ სეზონთან შედარებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დატვირთულობა გაზრდილია და ტურისტული ნაკადები აქტიურად შემოდიან”, – აცხადებს კატია აბსანძე.

საქართველოში კიდევ ერთ ძალიან ცნობილ სასტუმროში, Lopota Lake Resort & Spa-ში კი აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ტურისტების ქცევები შეცვალა, შემოსავლების კუთხით 2021 წლის მაისში, 2019 წლის მაისის შედეგები უკვე დაიდო.

“მთლიან ზაფხულზე გრძელვადიანი ჯავშნები არ შემოდის, მაინც აქცენტი კეთდება მიმდინარე თვეზე და არა მომავალ თვეებზე. მაისში ძირითადად მაისი იჯავშნებოდა, ივნისში კი ივნისი იჯავშნება. რაც შეეხება ივლისს ჯერჯერობით ცოტა ჯავშანია. თუმცა, მას შემდეგ რაც საზღვრები გაიხსნა, ავიამომოსვლა განახლდა და სიხშირეები დაემატა, საერთაშორისო ტურიზმი რაღაც დონეზე აღდგა, რაც 2019 წლის მაისში იყო”, –  ამბობს Lopota Lake Resort & Spa-ს გენერალური მენეჯერი მაკა ღლიღვაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g