LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო „ამბასადორი“: შენობაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია

156
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (4)

სასტუმრო „ამბასადორის“ ადმინისტრაცია დღეს შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, 31 მარტს, დაახლოებით 18:10-ზე სასტუმრო ამბასადორი თბილისის ერთ-ერთ ფლიგელში გაჩნდა ხანძარი.

სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ მოახდინა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენაზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება.
მეხანძრე-მაშველების ძალისხმევით ხანძარი ლოკალიზებულია“, – აცხადებენ სასტუმროში.

 

შსს სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი ლოკალიზებულია

ვიდეო: თბილისში, შავთელის ქუჩაზე ძლიერი ხანძარია

 

 

 

ფოტო მთავარ სლაიდზე: პირველი არხი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები