LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ტელევიზორები აზერბაიჯანში გაიყიდება

257

კომპანია ”AG მიკროელექტრონიქსი” ქართულ ტელევიზორებს ექსპორტზე გაიტანს. ტექნიკა მეზობელ აზერბაიჯანში გაიყიდება.  როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა სოსო მაზმიშვილმა განუცხადა, აზერბაიჯანულ მხარესთან კონტრაქტრი უკვე გაფორმდა.

”ხელშეკრულება გვაქვს კონკრეტულ მოდიფიკაციაზე. ახლა სწორედ ტელევიზორების ამ მოდიფიკაციაზე მორგების პროცესი მიმდინარეობს. რაც შეეხება გატანას, აზერბაიჯანში უკვე  მომავალი თვიდან, ანუ სექტემბრიდან გავალთ”,- აღნიშნა მაზმიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია   საქართველოში სმარტ-ტელევიზორების წარმოებასაც  იწყება.  აღნიშნული ტექნიკა  ბაზარზე 2016 წლის ნოემბერში გამოვა.

”ეს იქნება ჭკვიანი ტელევიზორები, რომლებშიც ჩამონტაჟდება ”ანდროიდ სისტემა” და ქართველი მომხმარებლი მის შეძენას საკმაოდ მალე შეძლებს. რაც შეეხება, ფასს, ვეცდებით, რომ იყოს ყველასთვის მისაღები”, – განმარტა მაზმიშვილმა.

შეგახსენებთ,  კომპანია ”AG მიკროელექტრონიქსმა” პირველი ქართული ტელევიზორების საწარმოებლად საჭირო კომპონენტები უცხოეთიდან გამოიწერა და მათი წარმოება მიმდინარე წელს დაიწყო. ტელევიზორები რეალიზაციაში   2016 წლის 30 მაისს ჩაეშვა და იყიდება შემდეგ სავაჭრო ქსელებში: ”გორგია”, ”ალტა ოქეი”, ”მეტრომარტი” და ”მეგატექნიკა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები