ქართული წარმოების პროდუქტი ” ადორა” ექსპორტზე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გავა. როგორც ”ფორტუნას” ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის მწარმოებელი კომპანიის, შპს ”ლედოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა, ნიკოლოზ კორტავამ განუცხადა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბელგიასა და გერმანიასთან, სექტემბრისთვის კი პროდუქციის შეტანა აშშ-ს ბაზარზეც იგეგმება.
”ადორა”- ეს არის სრულიად უნიკალური პროდუქტი, რომელსაც ჩვენ სიყვარულისა და სიცოცხლის პროდუქტიც კი ვუწოდეთ, რომელიც თითქმის წელიწადნახევარია იყიდება საქართველოში და მასზე დიდი მოთხოვნაა, თუნდაც იმიტომ, რომ არის 100 %-ით მცენარეული, ნატურალური და უვნებელი საშუალება, რომლის ხანგრძლივი მიღებაც ორგანიზმში იწვევს სასიკეთო ძვრებს. ”ადორა” არის ერთადერთი ეფექტური, მრავალფეროვანი მცენარეული კომპლექსისგან შემდგარი საკვები დანამატი, რომელსაც მიღებიდან 40 წუთში უკვე აქვს გამოხატული ძლიერი მოქმედება. რაც მთავარია არ იწვევს შეჩვევას”, – აღნიშნა კორტავამ.
მისივე ინფორმაციით, პროდუქტი მოქმედებს ასევე მდედრობით სქესზე. რაც გამოიხატება იგივე ლიბიდოს მატებაში, სქესობრივი აქტის მოწესრიგებაში, რაც აუცილებელია ჯანსაღი, ფიზიოლოგიური მდგომარეობისთვის.
”რაც შეეხება შემადგენლობას, საკვები დანამატი შეიცავს: თაფლს, თუთის სიროფს, ყვავილის მტვერს, ჟენშენს, ჯანჯაფილის ოჯახისებრთა სახეობა-Galangal- ს ; ფუტკრის რძეს, ბარდას, შვრიას, გლუკოზის სიროფის, გოგრის თესლს, ნიორს, ყავას, ვანილს და სხვა ნატურალურ დანამატებს. მიიღება 1 ჩაის კოვზი ან 1 ერთჯერადი პაკეტი და 40 წუთში ეფექტი გარანტირებულია. ეს საშუალება ამაღლებს ლიბიდოს; იწვევს მყარ და ხანგრძლივ ერექციას; პოტენციის მატებას; სპერმოგენეზის სტიმულაციას; აძლიერებს იმუნიტეტს; ასევე არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას”, – განმარტა შპს ”ლედოს” დირექტორმა.
როგორც კორტავამ განაცხადა, პროდუქცია ორნაირი შეფუთვით გამოდის. არის ქილაში და ის 50 ლარი ღირს, ერთჯერად პაკეტებში კი- 7 ლარი. ”ადორას” რეალიზაცია სრულიად საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და იყიდება სააფთიაქო ქსელებში: ”პე-ეს-პე”, ”ფარმადეპო”, ”გეა”, მ-ფარმა”, ასევე ”სპარში”, ”გუდვილში”, ”ფუდმარტსა” და სოკარის სადგურებზე არსებულ მარკეტებში.
”ადორას ”ექსპორტი ამ ეტაპზე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება.