LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ყინულზე: ქართულმა წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატი ქართული ცეკვით დაამთავრა (ვიდეო)

242
53728816_2159930080984257_7846701698406940672_n

ქართველმა მოცეკვავე წყვილმა მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, 2019 წლის სპორტული სეზონი საჩვენებელი გამოსვლისთვის სპეციალურად მომზადებული ქართული ცეკვით დაასრულა.

როგორც ფიგურული ციგურაობის ფედერაცია აღნიშნავს:

ყინულზე ქართული ფოლკლორული კომპოზიციით, ფიგურული ციგურაობის ელემენტების ენით, ფორმისა და შინაარსის შეუცვლელად, ემოციურად შესრულებული საჩვენებელი ნომრით წყვილმა შეძლო ქართული ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების განსაკუთრებული ხიბლის წარმოჩენა და იმ დროშის ღირსეულად დაცვა, რომლის ქვეშ ბევრი პერსპექტიული ქართველი მოციგურავე იასპარეზებს და კიდევ არაერთ გამარჯვებას მოუტანს ფიგურული ციგურაობის მოყვარულ ქართველ გულშემატკივრებს.

https://www.facebook.com/GeorgianFigureSkatingFederation/videos/1678073069002858/?__xts__[0]=68.ARB-BYMwfAkd4HsEHZYipt8x__E5QbP9aYM1BRst97a7Vw_mWuBcaw0s7fTwh24OuRODiPT-ca6Vl_vJmJA75PxHVi488wKoGbUebGr6Jd_YdhGkOCF6HCXi8_6aE-UYluMNIonYS3JMEMHu-d_75yHa_btWf7XuIw6AaqvFcJ_ALQSuQMTQIvvcGSVtPSTQNSYznMMq5LslYjyWdENtSZ3R_UhsHhW-lDfX-W_lUzjG8jJJNdfeWljiI6R4r_vHL_1k7FHShEMSzLvrvml-GgD1gsFESWB1EYGiMuvnalxgLJKRZKHuakyL8Ahne1xkm_MOz3LksYWM2psIviZNFJ-wnVgm3TE0y9aZjRGj&__tn__=-R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები