ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო B2B გამოფენაზე – IFE London 2026 წარდგნენ.
ღონისძიება ყოველწლიურად 25 000 ვიზიტორსა და 1500 მონაწილეს აერთიანებს მსოფლიოს 105 ქვეყნიდან, სადაც კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გამოფენის სტუმრებს წარუდგინონ უახლესი პროდუქტები, გაეცნონ ინდუსტრიის სიახლებსა და გამოწვევებს და დაამყარონ ახალი ბიზნეს კონტაქტები.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს შექმნის დღიდან ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს 30-მდე ქვეყნის 200-მდე სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში. ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნებს შორის იყო ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები, სინგაპური, ჩინეთი, იაპონია და სხვა.
