LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულმა ოცნებამ“ ეს დაწყებული პროცესი მაინც ბოლომდე მიიყვანა: გიორგი ხოჯევანიშვილი უვადო მოსამართლეების დანიშვნაზე

97
giorgi-khojevanishvili

„ქართული ოცნება აგრძელებს იმ პროცესის ბოლომდე მიყვანას, რომელიც დაიწყო გარკვეული პერიოდის წინ“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს, რადგანაც მათი დანიშვნის პროცესი არ ითვალისწინებს გამჭირვალობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა კიდევ 4 მოსამართლე

„აქ მთავარია ის, რომ ამ პროცესთან მიმართებაში საზოგადოების მხრიდან იყო გამუდმებით კითხვები, არამარტო ჩვენი საზოგადოების მხრიდან, არამედ ლეგიტიმური კითხვები დაისვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. იყო მოწოდება, რომ აღნიშნული პროცესი შეჩერებულიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ ეს დაწყებული პროცესი მაინც ბოლომდე მიიყვანა. არ ითვალისწინებენ არც შენიშვნებს და არც პროცესის გამჭირვალობასთან დაკავშირებულ საკითხებს“,-აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მიერ წარდგენილი სასამართლოს რეფორმის კანონპროექტის განხილვა ჯერ კიდევ არ მომხდარა.

ოპოზიცია: „ოცნებამ“ საბოლოოდ მოაწერა ხელი ადეიშვილი-მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს გადმობარებას

„ქართული ოცნება“ ტყუის, როდესაც ამბობს, რომ აქვს კარგი სისტემა და რომ ოპოზიციას არც ერთი წინადადება თურმე არ წარმოუდგენია, როგორ გახდეს სისტემა უკეთესი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ჩვენ მიერ წარდგენილი კანონპროექტი, ამ დროისთვის განხილული არ აქვს „ქართული ოცნების“ გუნდს. არამხოლოდ ეს კანონპროექტი, არამედ მთელი რიგი კანონპროექტები, რომელიც ბევრი ისეთ საკითხს არეგულირებს, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, უგულვებელყოფენ.

ჩვენ მიერ წადგენილი კანონპროექტი შეეხება მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დამტკიცებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ საკითხებს, ასევე საბჭოს ფუნქიონირების უფრო მეტად გაჭირვალობის უზრუნველყოფას“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა, ასევე გასაუბრებას არ დაესწრო სახახლო დამცველის წარმომადგენელიც. ამასთან, აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები მმართველ გუნდს უზენაესი სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ. უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავშეკავებას ითვალისწინებდა 19 აპრილის შეთანხმებაც.

magti 5g