„ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე წარადგინა.
წარდგენის ღონისძიება რუსთავის პარკში გაიმართა.
„დარწმუნებული ვარ, ნინო ლაცაბიძე იქნება რუსთავის საუკეთესო წარმომადგენელი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში, მარტივი მიზეზის გამო. ჯერ კიდევ საკრებულოში შრომობს და მუშაობს, მაგრამ უკვე რუსთავის ინფრასტრუქტურულ პროექტებში – სკვერების, ბაღების რეაბილიტაციის პროცესში, უკვე ჩართულია. იგი იქნება უაღრესად ეფექტური და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად, რაც მთავარია სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ“-განაცხადა გიორგი გახარიამ.