LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის მერობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძე წარადგინა

107
ნინო ლაცაბიძე

„ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის მერობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძე წარადგინა. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნინო ლაცაბიძე არის დიდი გამოცდილების მქონე ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოემსახურება რუსთავს და რუსთაველებს.

„ქალაქ რუსთავში ჩვენ შევარჩიეთ გამორჩეული კანდიდატი, რომელიც არის რუსთავიდან და ძალიან კარგად ესმის რუსთავის და რუსთაველების პრობლემა, გამოწვევა. ჩვენ ყველა თვითმმართველ ქალაქში და მუნიციპალიტეტში შევარჩიეთ ღირსეული კანდიდატები, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯებიან და წარმოადგენენ ჩვენს გუნდს, ჩვენს პარტიას და ბოლომდე ემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას. ქალაქ რუსთავში ჩვენ შევარჩიეთ გამორჩეული კანდიდატი, რომელიც არის რუსთავიდან და ძალიან კარგად ესმის რუსთავის და რუსთაველების პრობლემა, გამოწვევა, რომელიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი, მაგრამ ამის მიუხედავად, მან გადაწყვიტა, რომ დატოვოს პარლამენტი და თავად ემსახუროს რუსთავს და რუსთაველებს. ეს გახლავთ ქალბატონი ნინო ლაცაბიძე. ნინო არის მართლაც გამორჩეული ადამიანი, ოთხი შვილის დედა. საჯარო მმართველობის დოქტორი. ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოემსახურება ჩვენს რუსთავს და რუსთაველებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ „14 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის დროს მისი მთავარი პრინციპი თანამოქალაქეებთან ერთად სწორი გადაწყვეტილებების მიღება იყო“. ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ სწორედ ამ ღირებულებებით აპირებს შექმნას რუსთავში წარმატებული ხვალინდელი დღე.

„ამისთვის კი გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა და ხედვა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ იცხოვრონ ისეთ რუსთავში, რომელიც იქნება ეკონომიკურად ძლიერი და ვიცხოვრებთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში“, – განაცხადა ლაცაბიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g