LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართულმა ოცნებამ” თავისი უსუსურობით როგორც ვერ დაიცვა არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა ცესკო-ს თავმჯდომარეც: გახარია

80
გიორგი გახარია

“ქართულმა ოცნებამ” თავისი უსუსურობით როგორც ვერ დაიცვა 2020 წლის არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,” – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ცესკო-ს თავმჯდომარის გადაწტვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, თამარ ჟვანიას გადადგომას მმართველმა გუნდმაც შეუწყო ხელი.

გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო:

“წინასაარჩევნოდ ჟვანიას გადადგომას შევაფასებ შემდეგნაირად – მე ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური, ეს დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც.

როგორც ვერ დაიცვა “ქართულმა ოცნებამ” თავისი უსუსურობით ამ არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ “ოცნებამ” შეუწყო ხელი მის გადადგომას.” – განაცხადა გახარიამ.

დღესვე, გორში გახარიამ ჟურნალისტებთან სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ პარტია “საქართველოსთვის”  “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსს არ და ვერ განიხილავს და სწორედ ასეთია მათი პოლიტიკური პოზიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g