LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იცის, რა, სად და რამდენი უნდა გააკეთოს, რომ ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი ვიდრე გუშინ-აცხადებს გიორგი გახარია

78
1597764113-გახარია-დმანისში

გიორგი გახარიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იცის, რა, სად და რამდენი უნდა გააკეთოს, რომ ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი ვიდრე გუშინ.

„ვფიქრობ, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დღეს უნდა იყოს უკეთესი პირობების შექმნა ჩვენი მოქალაქისთვის, ქართველი კაცისთვის, ჩვენი ყველა ეთნოსის წარმომადგენლისთვის, რათა ჩვენ შეგვეძლოს, ჩვენს ოჯახზე და ახალგაზრდებზე უკეთესად ვიზრუნოთ. ამისთვის კეთდება ყველაფერი. ამისთვის კეთდება პირველ რიგში ის, რომ ქვეყანა და მთავრობა, არსებულ ეკონომიკურ რესურსებს სამართლიანად ვანაწილებთ.

პირველ რიგში, წესრიგში უნდა მოვიყვანოთ გზები და ინფრასტრუქტურა, სასმელი წყალი, შემდგომ – საირიგაციო წყლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები. ეს ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი, იმისთვის, რომ წყნარად, მშვიდ გარემოში, სამართლიან და თანაბარ გარემოში და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები.

ამისთვის, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყოველდღიურ შრომასთან ერთად გვმართებს კონკრეტული გეგმა, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს” -განაცხადა გიორგი გახარიამ მაჟორიტარობის კანდიდატის გოგი მეშველიანის წარდგენაზე დმანისში.

მისი თქმით შესაძლოა ბევრი აზრთა სხვადასხვაობა იყოს,მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქვეყანას და სამშობლოს, ამ დროს ყველას ერთობა მართებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g