LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ ახალგაზრდას, რომელიც ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტში მიიღეს, მეგობრები თანხას უგროვებენ

144
levanjorjoliani

ქართველი ახალგაზრდა, ლევან ჟორჟოლიანი ახლახან ჩაირიცხა ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ლა სკალას აკადემიისა და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივ პროგრამაზე, რომელიც ყოველწლიურად ასობით განმცხადებლიდან მხოლოდ 24-ს არჩევს და მათ შორის წელს ერთი ქართველიც აღმოჩნდა.

როგორც ლევანი წერს, მას სრული გრანტი 18 300 ევრო აქვს მოპოვებული და იტალიის საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის დახმარებით, თუმცა საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის 1700 ევრო აკლდება, რის სესხის სახით აღებასაც ვერ ახერხებს, რადგან დამატებითი ვალდებულების აღების საშუალება არ გააჩნია.

ლევანის მეგობრები მისთვის სწორედ ამ თანხას აგროვებენ.

მისი ერთ-ერთი მეგობარი, სოფიო ძიძიგური წერს:

„რა ვიცი, ხალხო, ჩემმა მეგობარმა ჩააბარა სკალას აკადემიაში, კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით. დაახლოებით რომ აგიხსნათ, ეს რას ნიშნავს. ლევანის წარმატება, პირდაპირპროპორციულია საქართველოში მყოფი მუსიკოსების და მომღერლების წარმატებასთან, რადგან როგორც ასეთი მომღერლის/მუსიკოსის აგენტი ამ ქვეყანაში არ არსებობს და არც სააგენტო, ცხადია. ამ ადამიანის წინსვლით ძალიან დიდი შანსია, ჩვენმა უნიჭიერესმა ახალგაზრდებმაც მარტივად გაიკვალონ გზა ევროპის დიდ სცენებზე, ანუ ხვდებით, რომ ამ ერთი ადამიანის წარმატება შეიძლება ქვეყნის მასშტაბზე გავიდეს? ყოველგვარი ღლიცინის გარეშე. ჰოდა, ამ პირობებში საცხოვრებლისათვის მას სჭირდება 6000 – 7000 ლარი, რომელიც დღემდე ვერ გამოიძებნა, აღარ მოვყვები იმას, რაში იხარჯება ზოგადად ჩვენი ფული და რა პრიორიტეტები გვაქვს ქვეყანას, მაგრამ იქნებ, ჩვენ მაინც დავეხმაროთ მას, რომ ისწავლოს და შემდეგ ჩვენც გვასწავლოს.

GE90TB7824445063600025

GE25BG0000000188492700“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g