LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ ახალგაზრდებს კანადაში სამწლიანი სამუშაო ვიზის მიღების შესაძლებლობა აქვთ – შემდეგ კი კანადის მუდმივი მცხოვრების სტატუსიც ექნებათ

34173
canada3

როგორ უნდა მოხვდნენ ქართველი ახალგაზრდები კანადაში სასწავლებლად და რამდენად აქვთ მათ ადგილზე დასაქმების შესაძლებლობაც, – ამ საკითხებზე „ფორტუნა“ მენეჯმენტის აკადემიურ დოქტორს, კანადის ბულერის ბიზნესის სკოლის დეკანს, კანადურ-ქართული სავაჭრო პალატის პრეზიდენტს, პროფესორ დავით ირემაძეს ესაუბრა.

მისი თქმით, კანადაში მოსახვედრად მთავარი არის ინგლისური ენის კარგად ფლობა. თუმცა, ცხადია, კანადაში არსებობს ინგლისურის ინტენსიური კურსებიც, რომელიც სტუდენტებს უკეთ მოამზადებთ აკადემიური პროგრამისათვის.

„ამერიკისგან განსხვავებით, კანადის უმაღლეს სასწავლებლებს უფრო მეტად აქვთ სტანდარტიზებული განათლების ხარისხი და უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან სწავლის გადასახადის ოდენობის თვალსაზრისითაც, თუმცა, აქაც არის განსაკუთრებულად დიდი სწავლების გადასახადის მქონე სასწავლებლები. რჩევები ბევრია და ინდივიდუალური. თუმცა ერთი კარგი სტრატეგია შემიძლია შევთავაზო სტუდენტებს საქართველოდან: მოძებნონ ფინანსურად შედარებით ხელმისაწვდომი კანადური სასწავლებელი, გაიარონ მინიმუმ ორწლიანი ხარისხის პროგრამა, რომლის დროსაც მათ საშუალება ექნებათ ნახევარ განაკვეთზე იმუშაონ კიდეც“, – აღნიშნა დავით ირემაძემ.

მისივე განმარტებით, ყველა, ვინც კანადური უმაღლესი სასწავლებლის მინიმუმ ორ წლიან ხარისხის პროგრამას დაასრულებს, სახელმწიფო მათ აძლევს სამწლიან სამუშაო ვიზას კანადური პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. უმაღლესი სასწავლებლები კანადაში ინტენსიურად მუშაობენ საერთაშორისო სტუდენტებთან, რომ მათ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ კურსდამთავრებულთა სამუშაო ვიზის პროგრამიდან.

„საბოლოო ჯამში, ამ ხუთი წლის შემდგომ, ქართველი ახალგაზრდები შეძლებენ კანადის მუდმივი მცხოვრების სტატუსის მიღებას. ეს კი მისცემთ საშუალებას გაცილებით ნაკლებ ფასად (კანადური სტატუსის მქონე სტუდენტები 40%-50%-ით ნაკლებ სასწავლო გადასახადს იხდიან) და სახელმწიფო, დაბალპროცენტიანი სტუდენტური სესხების დახმარებით გააგრძელონ სწავლა უფრო პრესტიჟულ და ძვირიან უმაღლეს სასწავლებლებში. ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ: [email protected]“, – დასძინა „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დავით ირემაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g