თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას მსახიობი ნინო კასრაძე შეუერთდა.
მსახიობმა „ტვ პირველთან“ საუბარში განაცხადა, „ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტი იმედის მომცემია“.
„ამ მოძრაობას როცა ვუყურებ, ნამდვილად არის იმედის მომცემი იმ თვალსაზრისით, რომ რამხელა პოტენციალი ჰქონია ჩვენს საზოგადოებას, ერს, რამხელა კრეატიული მარაგი. არ ხდება დებატები და არ ხდება ჩვენი მომავლის განხილვა, ეს არის კატასტროფული და დაუშვებელი. როგორ არ ეშინიათ. იმის მაგივრად, რომ ახლა იყოს გაცხოველებული დებატები ჩვენი მომავლის შესახებ, 28-მდე არ იქნებაო. ქართველ ხალხს ბევრი რამის ატანა შეუძლია, მაგრამ ყური აუწიო და მიმართულება შეუცვალო, ამას ვერ აიტანს”, – ამბობს ნინო კასრაძე.