LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართველები ერთმანეთს ეჩხუბებიან რუსების გამო… სახელმწიფო უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას, რომ კომფორტი შეუქმნას პირველ რიგში თავის მოსახლეობას” – მსახიობი ნინო კასრაძე რუსების მასობრივ შემოსვლაზე

314
კასრაძენინო

2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. რუსული მუსიკა, საუბარი ისმის ყველგან, გახშირდა რუსულენოვანი წარწერებიც. ამ საკითხებზე საზოგადოების აზრი ორად იყოფა, ზოგი მომხრეა რუსების და “რუსულების”, დიდი ნაწილი კი ეწინააღმდეგება მათ საქართველოში შემოდინებას.

რუსების გამო ქართველებს შორის დაპირისპირების საშიშ ტენდენციაზე საუბრობს მსახიობი ნინო კასრაძე  და “მთავარ არხთან” ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და საკუთარ მოქალაქეებს შეუქმნას კომფორტი.

“ნელ-ნელა ისე შემოვიდა რუსული ენა ჩვენს ცხოვრებაში, ნებისმიერი ბანკომატში მენიუ რუსულიც დაემატა, მობილური ოპერატორები შეგიძლია დააჭირო და რუსულადაც არის, რესტორნები, კაფეები, საუბარი ყველგან, სადაც შედიხარ რუსული ენა გესმის, ეს ჩემთვის დიდი დისკომფორტია. ჯერ მოდიან, იკავებენ, ყიდულობენ და მერე რუსეთის ხელისუფლება მათი ინტერესების დასაცავად იწყებს მოქმედებას, ჩვენ ხომ ეს ვიცით, ყველგან ვნახეთ, გავიარეთ. თან ვკითხულობ, რომ ლატვიამ ვიზების გაცემა შეწყვიტა რუსეთის მოქალაქეებისთვის, ალბათ ისინიც ხედავენ რაღაც საფრთხეს და ამიტომ. როდესაც არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არის, არ იცი ვინ და როგორ შემოდის.

არ მინდა ვიყო რადიკალური, მაგრამ გამოუვალი სიტუაციაა, შემდეგი ნაბიჯი იქნება ცემა-ტყეპაზე გადავა ხალხი. თუ ეს არის მიზანი, მიღწეულია ფაქტობრივად. მერე ვიღაც იტყვის ასე არ შეიძლება ეს ქსენფობიაა, მეორე იტყვის, რატომ არის ქსენოფობია, როდესაც მიწა წამართვეს, სამაჩაბლოში საფლავზე ვერ გავდივარ. ეს იქნება დაპირისპირების წყარო, ჩვენს საზოგადოებას კიდევ დაპირისპირება სჭირდება?! სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს, იღებდეს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში კომფორტი შეუქმნას თავის მოსახლეობას. თუ არ მოხდა კონსენსუსი საზოგადოების და ხელისუფლების, მაშინ მოსახლეობა იწყებს თვითონ დარეგულირებას, თავის ხელში აჰყავს ეს პროცესი, თავის კონტროლის ქვეშ, ძალიან დიდი შარის მოწმენი გავხდებით, ქართველებს შორის დაპირისპირების. ქართველები ერთმანეთს ეჩხუბებიან რუსების გამო, სახელმწიფომ უნდა დააყენოს თავისი კონტროლის ქვეშ”, – აცხადებს მსახიობი ნინო კასრაძე “მთავარ არხთან”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g