LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები ევროპაში ვერ იგებენ

68

ევროპალიგაზე მიმდინარე სეზონში ოთხი ქართველი ფეხბურთელი გამოდის. აქედან სამი საქმეში იყო.

საბა კვირკველიას “ლოკომოტივმა” დანიის ჩემპიონ “კოპენჰაგენთან” სტუმრად ითამაშა და შინ ქულით დაბრუნდა – 0:0. ტრადიციულად მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი მცველი, რომელმაც 90 წუთი ითამაშა. კვირკველია თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა არნემის “ვიტესს”. ჰოლანდიური გუნდი საკუთარ მოედანზე რომის “ლაციოსთან” (2:3) დამარცხდა. არადა, “ვიტესი” ორჯერ იგებდა. გურამ კაშიას მე-20 წუთზე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ თავური დარტყმა “ლაციოს” კარს მცირედით ასცდა. არნემელთა ქართველი კაპიტანი შეუცვლელად ითამაშა.

ჯაბა ჯიღაურის “ვარდარი” სკოპიეში “ზენიტთან” განადგურდა – 0:5. სკოპიელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ქართველმა შემტევმა, მაგრამ ყვითელი ბარათის გარდა განსაკუთრებულს ვერაფერს გამორჩა.

ვაკო გვილიას “ბატემ” ბელგრადში, “ცრვენა ზვეზდასთან” ფრე ითამაშა – 1:1. ქართველი ფეხბურთელი ბოლო დროს “ბატეს” შემადგენლობაში ვერ ხვდება და ამჯერადაც ასე იყო, განაცხადში არ ყოფილა.

 

შეგახსენებთ, რომ წინ დღით ჩემპიონთა ლიგაზე მინიმალისტური დებიუტი ქონდა დავით ხოჭოლავას. შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელის „შახტარის“ რიგებში „ნაპოლის“ წინააღმდეგ შეხვედრაში მატჩის დასრულებამდე მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ჩაერთო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g