ქართველების 85% მიიჩნევს, რომ მათი კულტურა სხვებისას აღემატება.
ამ მაჩვენებლით საქართველო მეორე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი ეთანხმება ფრაზას “ჩვენი ხალხი იდეალური არ არის, მაგრამ ჩვენი კულტურა სხვებისას აღემატება”.
პირველ ადგილს ბერძნების იკავებენ 89%-ით, ხოლო მესამეზე არიან სომხები 84%-ით.
კვლევის შედეგად, ზოგადი ტენდენციით ჩანს, რომ აღმოსავლეთ ევროპელებს უფრო აღმატებულად მიაჩნიათ თავიანთი კულტურა, ვიდრე დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპელებს.
Pew Research Center-მა კვლევა 2015 წლიდან 2017 წლამდე 34 ქვეყანაში ჩაატარა. მისი შედეგები ორგანიზაციის ვებ გვერდზე 24 ოქტომბერს გამოქვეყნდა.