ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიას ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმებას ბულგარეთშიც შეძლებენ. მისივე განმარტებით, მხარეებს შორის დოკუმენტი ხელმოწერილია და მიმდინარეობს საოპერაციო ხელშეკრულებებზე შეთანხმება, რომელსაც საბოლოოდ ხელი დეკემბერში მოეწერება.
რაც შეეხება იმავე ხელშეკრულებას სხვა ქვეყნებთან, თამარ ბარკალია ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ასევე საფრანგეთთან, რათა ხელმოწერილი ხელშეკრულება ქმედითი გახდეს.
„საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ გამოხატა, თუმცა ყველაფერი მოლაპარაკების ეტაპზეა და ვფიქრობ, 2022 წელს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანასთან, მსგავსი თანამშრომლობა გვექნება”, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.