LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საშემოდგომო სამუშაობზეც გეგმავს

92
ed035dae0047ec682d38f062464abc47-XL

გერმანიაში, დღეის მდგომარეობით, სეზონურ სამუშაოებზე საქართველოდან მხოლოდ 208 ადამიანი დასაქმდა, – ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ესაუბრა.

,,როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოდან მოქალაქეების გამგზავრება დაიწყო 2021 წლის აპრილიდან. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული შესაძლებლობით ისარგებლა და სულ დასაქმდა – საქართველოს 208 მოქალაქე“, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, გერმანული მხარის მიერ ყოველდღიურად ხდება ახალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, მათ შორის, საშემოდგომო სამუშაობზე.

1-ლი აპრილიდან ქართველები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები