LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველებს რომ პროგრესის იმედი ჰქონდეთ, ამისთვის რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს სამხედრო ძალები: კელი დეგნანი

66
კელი დეგნანი

„ქართველებს რომ პროგრესის იმედი ჰქონდეთ, ამისთვის რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს სამხედრო ძალები, უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება და გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები“, – ამის შესახებ განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა გააკეთა.

დეგნანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუმრობისას 2008 წლის აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ „წელიწადის ეს დრო ძალიან მტკივნეული პერიოდია, როდესაც ვიხსენებთ, რამდენი ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა ომში“.

„წელიწადის ეს დრო ძალიან მტკივნეული პერიოდია, როდესაც ვიხსენებთ წარსულ ამბებს, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა ომში. ეს პროცესები გრძელდება იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ცხოვრობს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან. იმისთვის, რომ ამ საკითხების მოგვარების რაღაც იმედი გაჩნდეს და ქართველებს ჰქონდეთ პროგრესის იმედი, რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს ძალები საქართველოდან, უკან უნდა წაიღოს რეგიონების აღიარება და გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები, რათა ყველას, ვინც ცხოვრობს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს დახმარება, რომელიც სჭირდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

magti 5g