LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ახალგაზრდები NASA-ს საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან – მათ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გაიმარჯვეს

156
Untitled

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

წელს პროექტს 11 ფინალისტი გუნდი ჰყავდა — ისინი პროექტებს კოსმოსისა და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, განათლების, გარემოს დაცვის და სხვა მრავალი მიმართულებით ავითარებენ. ეს გუნდები არიან BRAINS, Elves, W.A.T, Qminds, Memory Effect, ოთხი კიტრი, ხელმარჯვე ოსტატები, მწვანე მომავალი, SoSSer Group, იზოტოპები და Goal Digger. პირველ ადგილზე გასული გუნდი აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში იღებს მონაწილეობას. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, ასევე, მონაწილეობენ საერთაშორისო STEM პროექტებში, ხოლო სხვა ფინალისტი გუნდები სხვადასხვა პრიზით ჯილდოვდებიან.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი წელს, 12 იანვარს გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ.

მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა Goal Digger-ს, შექმნა „რობოტი მასწავლებელი“ – ინოვაციური ვირტუალური და რეალური რობოტი მასწავლებელი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც მასწავლებლის დამხმარე „კოლეგა“. ის მოსწავლეს ასოების, ფერების, ფიგურების, პირობითი ნიშნების ათვისებაში ეხმარება.

მეორე ადგილზე გავიდა გუნდი Memory Effect, რომელმაც შექმნა „სმარტ კოსტუმი“ ნითილონის ნივთიერების გამოყენებით. იგი ადამიანის სხეულის მოძრაობას აფიქსირებს და კიდურებს ნითინოლში დენის გატარების საშუალებით ამოძრავებს.

კონკურსის მთავარი პრიზი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, NASA-ს საზაფხულო ბანაკში გამგზავრება და პირველი ადგილი კი გუნდმა Elves-მა მოიპოვა. მათი პროექტის ამოცანა დახურულ სივრცეში, ჰაერის ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სპორებისგან და მტვრის ნაწილაკებისგან გაწმენდაა. ამისათვის ისინი კარბონის ნანობოჭკოების გამოყენებით დაბალ ძაბვაზე ფუნქციონირებად ჰაერის იონიზატორს აწყობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g