LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი „ავტორიტეტის“ ქალიშვილი ჩინელებს საქართველოს ისტორიას შეასწავლის

279
nene axobadze

ნენე ახობაძე სტუდენტია ჩინეთში. ის თავისი საქმიანობის და ასევე საკმაოდ მძიმე ისტორიის შესახებ, რომელიც სპორტსმენ მამას უკავშირდება, ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება.

„ჩინეთში ყოფნისას დავიწყე მუშაობა თარჯიმნად, გიდად, ფრილანსერ თარჯიმნად. ახლა უკვე ვთანამშრომლობ ქართულ მხარესთან, როცა ჩინეთის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და თარგმანს ეხება საქმე. ჩინეთში ვწერ წიგნს საქართველოს შესახებ, რაც ანაზღაურებადია, მაქვს სტიპენდია. ხშირად ვთანამშრომლობ ჩინურ მედიასთან. ზოგჯერ თარჯიმნად და ზოგჯერ უცხოელი სტუმრის სტატუსით, აქ ჩინური ენის მცოდნე უცხოელი ტურისტის გადაცემაში სტუმრობა ძალიან დასაფასებელია და ანაზღაურებადი… უნდა დავასრულო წიგნი საქართველოს შესახებ, რომელსაც ჩინურად ვწერ…

მამაჩემი ერთ დროს მოჭიდავე იყო, შემდეგ რამდენიმე სპორტკლუბი ჰქონდა სამტრედიაში. იმერეთში ზედმეტად გავლენიანი კაცი იყო, „ავტორიტეტი“. ის მხარს უჭერდა ნაციონალებს, შესაბამისად, მთავრობის შეცვლას და ამ განწყობას ავრცელებდა საკუთარ სამეგობრო წრეში და ასე შემდეგ. ის, რომ 2003 წლამდე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო ქვეყანა, ყველა ხედავდა, მათ შორის, მამაც და მართლა უნდოდა უკეთესობისკენ რამის შეცვლა და მხარს უჭერდა ნაციონალებს… რევოლუციის შემდეგ ისეთი რამ მოხდა, რაც ნებისმიერი ხელისუფლების ცვლილებას მოჰყვება ხოლმე, ვგულისხმობ არასასურველი ძალების თავიდან მოშორებას. მამა ამ ადამიანთა სიაში მოჰყვა… ის ნაციონალებს არ მოუშორებიათ. სამტრედიაში მანამდეც იყო დაპირისპირება მამაჩემსა და პოლიციელებს შორის… იმ პერიოდში დაიწყო ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და ამას შეეწირა მამა. არ ვამბობ, რომ სააკაშვილმა ან მერაბიშვილმა გადაწყვიტეს, რომ მამაჩემი საფრთხე იყო მათთვის და უნდა მოეშორებინათ. არა, ეს იყო ადგილობრივი პოლიციის მიღებული გადაწყვეტილება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g