შემოდგომიდან, უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში და საქართველოს ისტორიაში დისტანციური ლექციები ჩატარდება.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა:
მოგეხსენებათ, ეს რა მნიშვნელოვანია. მილიონამდე ქართველი ცხოვრობს საქართველოს გარეთ და დასაკარგი ქართველები ჩვენ ნამდვილად არ გვყავს. ყველა პედაგოგი, ვინც ნებაყოფლობით ჩაერთვება ამ პროცესში, ეს ჩაეთვლება კრედიტებად და ეს ჩაეთვლება პედაგოგიურ საათებად,