LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ექიმბაში, რომელიც განგრენას უფასოდ არჩენს

3271
1528233494-sfhtj

ქართული ხალხური მედიცინა უძველესი დროიდან ცნობილია მკურნალობის ეფექტიანი მეთოდებით. ასეთ მეთოდად შეიძლება ჩაითვალოს განგრენის დიაგნოზთან მებრძოლი ქართველი ექიმბაშის წამალი, რომელსაც ოჯახი მეხუთე თაობაა ამზადებს. „ფორტუნას“ საშუალება ჰქონდა გასაუბრებოდა სახალხო მკურნალს, რომელსაც გამოჯანმრთელებული ადამიანების ზუსტი რიცხვი უკვე არც ახსოვს. ამბობს, რომ აგრძელებს ოჯახის ტრადიციას, ყოველგვარი ფულადი ანაზღაურების გარეშე.

„ეს წამალი არის მცენარეული ნაყენი, რომელიც მზადდება სუფთა ხილის არაყისგან და იმ ბუჩქის ფესვებისგან, რომელიც მხოლოს ზღვის სანაპიროზე ხარობს. მცენარე ქვიშიდან რამდენიმე სანტიმეტრზე არის ამოყოფილი, დანარჩენი ნაწილი სიღრმეში იმალება. მე მამაჩემმა მასწავლა, იმას მამამისმა და ასე უკვე ორ საუკუნეზე მეტია, ვინც მოგვაკითხავს, უანგაროდ ვემსახურები. ესეც არ არის შემთხვევითი და გეტყვით რატომაც. პირველი ვინც ჩვენი ოჯახიდან წამალი გააკეთა, თავად იყო განგრენით დაავადებული. წამალი ვინმე თურქმა ქალმა ასწავლა. დაუმზადებია წესის მიხედვით და მორჩენილა. ჩემი დიდი ბაბუის მიერ დადებულ პირობას ვასრულებთ დღემდე. წამალს ვამზადებთ უფასოდ“, – მკურნალი დავითი.

მან ასევე აგვისხნა, რომ წამალი მხოლოდ ისეთ პაციენტებზე კეთდება, ვისაც დიაბეტი არ აწუხებს. მკურნალობის კურსი 21-დღიანია. დასალევი წამალი თხევადი სახით დღეში 3-ჯერ მიიღება. არ საჭიროებს არანაირ კვებით დიეტას. მხოლოდ გამოირიცხება ალკოჰოლური სასმელების მიღება და დაზიანებული ადგილის წყლით დაბანა.

ექიმბაშს ყავს კმაყოფილი პაციენტები, თუმცა ხუმრობით მოგვიყვა, რომ ერთი მორჩენილი პაციენტი დღესაც კი შემთხვევითი შეხვედრის დროს მოიკოჭლებს.

„ერთი პაციენტი მყავდა, ტაქსის მძღოლი. მითხრა, რომ ავადმყოფობა მას შემდეგ განუვითარდა, რაც ავარიაში მოყვა. მარჯვენა ფეხის განგრენა ჰქონდა. არ იყო რთული ფორმა. პირველივე კურსზე უკვე მორჩენილი იყო. მერე არც გაგვიგრძელებია წამლის მიღება. მკურნალობის დაწყებამდე მპირდებოდა, რომ მორჩენის შემდეგ „გაუგონარ“ საჩუქარს გამიკეთებდა, მაგრამ მორჩა და მერე არც გამოჩენილა. ღმერთმა ჯანმრთელი ამყოფოს. მეც ეს მინდა, ამიტომ ვაკეთებ ასეთ საქმეს, მაგრამ რომ მნახავს კოჭლობას მაინც ნუ დაიწყებს. შორიდან რომ მოდის გამართული სიარულით და ჩემი დანახვის შემდეგ წაიკოჭლებს, ეს არ მიხარია”, – ექიმბაში დავითი.

მისი განმარტებით, ოჯახის საქმეს, მომავალი თაობა გააგრძელებს. ამბობს, რომ მის შესახებ ყველამ იცის და არ მიიჩნევს საჭიროდ მისამართის მითითებას.

სხეულის რომელიმე ნაწილის ან ორგანოს კვდომა. დაავადება ვითარდება ქსოვილების ჟანგბადით მომარაგების შეწყვეტის ან მკვეთრი დაქვეითების დროს. გვხვდება უმეტესად გულიდან დაშორებულ უბნებში, მაგალითად, კიდურების თითები ან ისეთ კერებში, სადაც დარღვეულია ადგილობრივი სისხლის მიმოქცევა. ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დაავადება, რომელიც არ იკურნება. ამ დროს ხდება ქირურგიული ჩარევით დაავადებული სხეულის ნაწილის ამპუტაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები