მამუკა მაჩაიძე, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფექციონისტი, სოციალურ ქსელში ავრცელებს საკუთარ მოსაზრებას, თუ როგორ უნდა მოარიდონ 50 წელს გადაცილებული მედპერსონალი კორონავირუსიან პაციენტებთან პირდაპირ კავშირს.
გთავაზობთ სტატუსს:
“ასაკი+ექიმობა ალბათ ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს, ამიტომ ასაკოვანი მედპერსონალის მოფრთხილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
??⚕ უმჯობესია, თითოეულ ჰოსპიტალში ვინმემ ითავოს და ჩამოაყალიბოს შემოვლის ეფექტური გეგმა (მაგალითად, ყველა 50 წელს გადაცილებული ექიმი მიდის განყოფილებაში მაგრამ რჩება კაბინეტში, უშუალოდ პაციენტებთან მიდიან ახალგაზრდა მედიკოსები და ვიდეოზარით ურთიერთობენ ცოცხალ რეჟიმში)
??⚕ ჩვენ გვჭირდება თქვენი ტვინი და გამოცდილება, ამიტომ დროებით დისტანციურად თუ შეძლებთ გადაწყვეტილებების მიღებას, კიდევ უფრო მეტს გადავარჩენთ.
??????
#დაწიეპიკი
#COVID19”.