LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ფილოლოგის თქმით, ეროვნულ გამოცდებზე არაკვალიფიციური კადრები მუშაობენ

114

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომელი, ფილოლოგი ქეთი ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. მისი მოსაზრებით, ქართულის თემების გამსწორებელთა უმრავლესობა არ არის კვალიფიციური და სათანადოდ ვერ აფასებს ბავშვების ნაწერებს. ის აღნიშნავს, რომ სურს, ასეთი ადამიანები განათლების სისტემას ჩამოშორდნენ.

„დღეს ქართულის ნიშნები გამოცხადდა. ათობით თემის წაკითხვა მომიხდა. მინდა აღვნიშნო, რომ სრულიად სამარცხვინო და სავალალო ვითარებაა ქართულის თემების გამსწორებელთა თვალსაზრისით. უმრავლესობა ადეკვატურად ვერ აფასებს კარგად და ცუდად დაწერილ ესსეს. მიზეზი ერთია: პატრიარქალური აზროვნება, გაუნათლებლობა და განვითარების წარმოუდგენელი სიძულვილი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს უვიცები ჩამოშორდნენ საგანმანათლებლო სისტემას“, წერია ქეთი ქურდოვანიძის სტატუსში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები