LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი გულშემატკივრები ესპანეთი-საქართველოს მატჩის ნახვას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეძლებენ – მათ ავტობუსები მოემსახურებათ

47
ეროვნული ნაკრები

„30 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებაზე დასწრებას ქართველი გულშემატკივრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვლავ შეძლებენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, პირველი ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.

„იმ გულშემატკივრებისთვის, ვინც გერმანიაში გამგზავრება ვერ მოახერხა, მიხეილ მეხის სტადიონზე ფედერაციასთან ერთად მოვაწყვეთ დიდი ტელევიზორები, სადაც შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება. 30 ივნისს შესაძლებლობა ექნება ყველა გულშემატკივარს, ვისაც სურვილი ექნება, უქომაგოს ეროვნულ ნაკრებს.

დასწრება ყველანაირად უფასოა, 6 დიდი ეკრანი განთავსდება მინდორზე, სტადიონის გარეთ კი კვების ობიექტები იქნება განთავსებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

პოპულარულები