ქართველი ხელოვანებისთვის MOXY by Marriott Tbilisi მოქსი თბილისის სივრცეში, 8-9 მარტს, „ვიპიარ ჯგუფის“ ორგანიზებით, კულტურულ – შემეცნებითი პროექტი: „ART MOXY“ გაიმართება.
„ART MOXY“ ოფიციალური გახსნა 8 მარტს, 16: 00 საათზეა დაგეგმილი.
ორგანიზატორების ცნობით, პროექტის მიზანია, ქართველი ხელოვანების ერთ სივრცეში გაერთიანება, მათი შემოქმედების წარდგენა და მათთვის პიარის და ბრენდის მიმართულებით კონკრეტული რეკომენდაციების მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს მათი ბრენდის უკეთ პერსონიფიცირებასა და საკუთარი რესურსების მაქსიმალურად წარმოჩენას.
„პროექტის ფორმატში, 8 მარტს, 16: სთ – 21: საათამდე წარმოდგენილი იქნება ქართველი ხელოვანების ნამუშევრები სხვადასხვა მიმართულებით.
9 მარტს, პროექტში მონაწილე ხელოვანებისთვის გაიმართება მასტერკლასი: „PR & ბრენდის პერსონიფიცირება“ სპიკერი: PHD ირინა ცერცვაძე იქნება.
პროექტის ორგანიზატორია: VIPR/ ვიპიარ ჯგუფი-GCC- MALTA, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით: კულტურული, საგანმანათლებლო პროექტებს/ საქართველოში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ვიპიარ ჯგუფს განხორციელებული აქვს 100-ზე მეტი საერთაშორისო პროექტი“, – აცხადებენ ორგანიზატორები.