ქართველმა არტისტმა ელენე ჯანიაშვილმა და მისმა მეგობარმა ლადო მხეიძემ მსოფლიო მხატვრობის შედევრი – ვან-გოგის ავტოპორტრეტი გააცოცხლეს. როგორც ელენე აღნიშნავს, პორტრეტის გადატანა მოხდა აკრილის საღებავის გამოყენებით. ხელოვანები ბევრ საინტერესო არტ-ჩანახატების გაცოცხლებას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ ამ წამოწყებით მხატვრობით დაინტერესების სტიმულს მისცემენ მათ თანატოლ ახალგაზრდებს.
გთავაზობთ ვიდეოს: