21 თებერვალს, ქეთევან ქემოკლიძე თელავივში დიდი წარმატებით წარდგა როზინას პარტიით როსინის “სევილიელ დალაქში“. ქართველი მეცოსოპრანო უკვე მეორედ გამოდის ისრაელის ოპერაში, ამ თეატრში მისი წარმატებული დებიუტის შემდეგ ებოლის პარტიაში ლეგენდარული დანიელ ორენის დირიჟორობით. ქეთევან ქემოკლიძე როსინის ამ ოპერის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა და ის უკვე შესრულებული აქვს ლა სკალას, ბარსელონას ლისეუს, ბერლინის დოიჩე ოპერის, პარმის სამეფო, ტულუზის კაპიტოლის, მონპელიეს ნაციონალურ , ნიცის , პალერმოს ტეატრო მასიმოს, სანტიაგოს მუნიციპალური, დუსელდორფის და მარსელის მუნიციპალური საოპერო სცენებზე, ასევე ვაშინგტონის ნაციონალურ ოპერაში, პლასიდო დომინგოს მოწვევით, სადაც ამ პარტიით შედგა მისი ამერიკული დებიუტი.
ფოტო: გიორგი ცაავა