LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მოსწავლეები “ნასაში” დააჯილდოეს – ახალგაზრდა გამომგონებლების მაკეტმა საუკეთესოს ტიტული დაიმსახურა

165
მოსწავლეეები

ქართველმა მოსწავლეებმა ნასაში დაუვიწყარი 5 დღე გაატარეს და სამშობლოში პროგრამის დასრულების სერთიფიკატებითა და ჯილდოებით ბრუნდებიან. მარიამ გულაშვილის, მარიამ მაღრაძისა და პანტელეიმონ კობახიძის გუნდმა Curiosity, ნასაში საუკეთესო მაკეტის ტიტული დაიმსახურა და მათ მიერ შექმნილი პროექტი ვიზიტორთა ცენტრში, Artemis-ის ჰოლში განთავსდა. ახალგაზრდა გამომგონებლებმა მარსზე ასტონავტებისთვის საჭირო ჰაბიტატის მაკეტი შეიმუშავეს.

NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამაში ათასწლეულის ინოვაციის კონკურის 2019-2020 და 2020-2021 წლების გამარჯვებული გუნდები მონაწილეობენ. პროექტის მონაწილეები ყოველ დღე ახალ ცენტრს სტუმრობდნენ და პრაქტიკულ სამუშაოებს ასრულებდნენ. ბოლო დღეს კი ნასას ასტრონავტს მარკ პოლანსკს, რომელსაც სამი მოგზაურობა აქვს შესრულებული კოსმოსში, სადაც ჯამში 1000 საათამდე გაატარა. დღის ბოლოს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულებს საზეიმოდ გადაეცათ პროგრამის დასრულების სერთიფიკატები და ჯილდოები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g