LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მოსწავლეები ორი საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ

786

დემირელის კოლეჯის მოსწავლეები დღეს, ორი საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ და ერთდროულად 3 მედალი მოიპოვეს.

სლოვენიაში გამართულ ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადაზე საქართველოს ინფორმატიკის ნაკრების ლიდერმა, გიორგი კლდიაშვილმა, აბსოლუტური შედეგით 600/600  ოქროს მედალი მოიპოვა.  დემირელის კოლეჯის მოსწავლემ ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა.  ნაკრებს გოჩა მანდარია ხელმძღვანელობს. გუნდის ასპარეზობა ევროპაში კიდევ რამოდნიმე დღე გაგრძელდება.

ქიმიის მსოფლიო ოლიმპაიდა IChO 2017-ზე ბრიონჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ ახალგაზრდა ქიმიკოსები: დავით რიჟინაშვილი და ლექსო ფიჩხაძე, რომლებიც ასევე დემირელის კოლეჯს წარმოადგენდნენ. მალაიზიაში გამართულ კონკურსში წელს მსოფლიოს 80-ზე მეტი უძლიერესი გუნდი მონაწილეობდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქვეყანას 3 მედალი მოუტანა. მესამე ბრინჯაოს მედალი კომაროველ საბა თავდგირიძეს ხვდა წილად. გუნდს დემირელის სკოლის პედაგოგი თინათინ ბუთხუზი, პროფესორები ელიზბარ  ელიზბარაშვილი და ვახტანგ კურცხალია ხელმძღვანელობდნენ.

დემირელის კოლეჯის გამარჯვებული მოსწავლეები 16 ივლისს, 00:00 საათზე დაბრუნდებიან დედაქალაქში.

magti 5g