LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი პოპულარული და წარმატებული მამები [ფოტოები]

19 ივნისს საქართველოში მამების დღე აღინიშნება. მამობის ცნება საქართველოში ნელ-ნელა იცვლება. ქართველი მამების უმეტესობა, ბოლო დროს, შვილების აღზრდაში აქტიურადაა ჩართული.

“ფორტუნამ” შეაგროვა წარმატებული მამების პოპულარული ოჯახური ფოტოები.

  1. კახა კალაძე

ყოფილი სპორტსმენი და წარმატებული პოლიტიკოსი მრავალფეროვან საოჯახო ფოტოებთან ერთად, შვილების სიმრავლითაც გამოირჩევა. მალე ის ოთხი ბავშვის მამა იქნება.

კალაძე საზოგადოებაში ძირითადად ოჯახთან ერთად ხშირად ჩნდება. როგორც ჩანს, ბავშვები სამსახურში საკმაოდ ხშირად დაჰყავს და თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილსაც მათთან ატარებს.

2. კალაძისგან განსხვავებით, ირაკლი კობახიძეს, ოჯახური ცხოვრების საჯაროდ გამოტანა არ ხიბლავს. არც სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია. თუმცა, საზოგადოებაში მისი ბავშვებით გამოჩენა, ყურადღების მიღმა არასდროს რჩება.

პარლამენტის თავმჯდომარეს ორი ვაჟი – გიო და ნი­კუ­შა კო­ბა­ხი­ძე­ე­ბი ჰყავს.

3. ირაკლი ხიზანიშვილსა და სალომე ღვინიაშვილს საერთო ქორწინებიდან ორი გოგო ჰყავთ. ხიზანიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარული მამაა. შვილებთან ერთად ბევრ ფოტოს აქვეყნებს და ფანების კეთილგანწყობასაც იმსახურებს.

4. მსოფლიო დონის სპორტსმენი ზაზა ფაჩულია, 4 შვილის მამაა. კალათბურთელის ოჯახს ახალი წევრი – ნუცა სულ ცოტა ხნის წინ შეემატა.

5. მომღერალ სტეფანეს ერთი გოგონა ჰყავს. ის მისი და შვილის ურთიერთობაზე ბევრს წერს და უამრავ ფოტოსაც აქვეყნებს. ფოტოებიდან ჩანს, რომ სტეფანე აქტიურადაა შვილის აღზრდის პროცესში ჩართული.

6.  თორნიკე გოგრიჭიანი და ნინო ქორიძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილია. მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ – ნატალია, რომელიც სერიალ “ხელოვნურ სუნთქვაშიც” თორნიკეს შვილს თამაშობდა.

7. ტელეწამყვანი გიორგი ბახუტაშვილი, როგორც მისი მეუღლე ამბობს, შესანიშნავი მამაა. წყვილს ერთი შვილი – ბეა ჰყავთ.

გთავაზობთ ამონარიდს ძველი ინტერვიუდან: “გიორგი გადასარევი მამაა, მაქსიმალურად ერთვება ყველაფერში, მეტიც, თავიდან ბეა რომ გაჩნდა, დაახლოებით ერთი თვე ხელში ვერ ამყავდა, მეშინოდა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში პირიქით მოხდა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g