LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი რეჟისორის პროექტი კანის კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი

68

კანის კინოფესტივალის ფარგლებში იმართება  ”მსოფლიო კინოს ფესტივალი” (La Fabrique des Cinémas du Monde), სადაც ქართველი რეჟისორის თინათინ ყაჯრიშვილის პროექტი ”მოქალაქე წმინდანი” იქნება წარმოდგენილი. პროექტის პროდიუსერია ლაშა ხალვაში. ფესტივალი იმართება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის კინოცენტრისა და საფრანგეთის უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

თინათინ ყაჯრიშვილის ”მოქალაქე წმინდანი” საქართველოს კინო ცენტრმა დააფინანსა განვითარებისთვის. სწორედ ამის შემდეგ გაიგზავნა პროექტი ”მსოფლიო კინოს ფესტივალზე”.

La Fabrique des Cinémas du Monde -ის ფარგლებში მსოფლიოდან 8-10 პროექტი ირჩევა. ისინი სრულად აფინანსებენ მონაწილეების ცხოვრებას და 10 დღის განმავლობაში   ორგანიზებას უკეთებენ პროექტების შემქმნელების შეხვედრას კინო სექტორის წარმომადგენლებთან.

რეჟისორი მესამედაა მიწვეული კანის კინოფესტივალზე. ეს პროექტი კი მეხუთეა, რომელიც საფრანგეთთან თანამშრომლობით იქმნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები