საერთაშორისო მისიებში, მათ შორის ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების შვილები დღეს პირველ კლასში მამების მეგობრებმა მიიყვანეს.
ვიდეოში ერთ-ერთი პირველკლასელი გოგონა ყვება, რომ სკოლაში ის “მამიკოს მეგობრებმა” მიიყვანეს, რადგან მამა ავღანეთის სამშვიდობო მისიებშია.
სამხედროებმა მეგობრების შვილებს თავდაცვის მინისტრისგან სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.