პატარძეულის “ვეფხვების” მორაგბემ ლაშა შალიკაშვილმა საცოლეს ხელი მატჩის დაწყებამდე სთხოვა. მან გოგონას წინაშე მუხლი მოიყარა და საყვარელ ქალს საქორწინო ბეჭედი გაუწოდა.
თანხმობის მიღების შემდეგ ლაშას მოტივაცია მოემატა და შესანიშნავად ითამაშა.
მან “ლელოსთან” შეხვედრაში ლელო დადო და, რა თქმა უნდა, ეს ლელო თავის გულისწორს მიუძღვნა.

