LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქათამმა პომიდორი შეჭამა, რის გამოც 73 წლის მოხუცი დაჭრეს, 67 წლის კაცი კი ციხეში წავიდა

634
qatam

ოზურგეთში 70 წელს გადაცილებული მოხუცი მხოლოდ იმის გამო დაჭრეს, რომ მისმა ქათმებმა მეზობელს პომიდორი შეუჭამა. შემთხვევა 25 აგვისტოს მოხდა.

დაჭრის ვერსიაზე მედიასთან მეზობლებმა ისაუბრეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაპირისპირება შეიძლება იმ ფაქტს უკავშირდებოდეს, რომ მოხუცის „ქათმები მეზობლის ბოსტანში გადავიდნენ და პომიდორი შეუჭამეს“, რის შედეგად 73 წლის ერასტო ლომჯარია მისმა ნათესავმა და მეზობელმა, 67 წლის ვაჟა ლომჯარიამ სანადირო თოფით დაჭრა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.

ვაჟა ლომჯარია დაკავებულია.

უცნობია, რა ბედი ხვდა წილად თავად ქათამს, რომლის გამოც ნათესავები და მეზობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g