LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქავთარაძის “გუდვილის” შენობაში ხანძარია

108

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე  „გუდვილის“ სავაჭრო ცენტრში ხანძარია. როგორც „ფორტუნას“ სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა, დაზიანდა 500 კვადრატული მეტრის ფართი და სახურავი.

ადგილზე მობილიზებულია 11 სახანძრო მანქანა. მაშველები ამბობენ, რომ ხანძრის ლოკალიზება უახლოეს წუთებში მოხდება.

მომხდარის გამო არავინ დაშავებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g