ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტურისტული მიკროავტობუსი და მაღალი გამავლობის ტრანსპორტი ერთმანეთს მოსახვევში დაეჯახნენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც შეეხება, დაშავებულებს ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.