LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქედაში ჩანჩქერთან ცხედარი იპოვეს

174
შსს

ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მყვინთავებმა ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

არსებული ცნობითვე, მოქალაქე წყალში საბანაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g