ქეისი აფლეკმა უარი განაცხადა „ოსკარის“ ცერემონიაში მონაწილეობაზე. აფლეკი, რომელიც გასულ წელს წლის საუკეთესო მსახიობად დაასახელეს ფილმისთვის „მანჩესტერი ზღვასთან“, წლევანდელ დაჯილდოებას არ დაესწრება. ამერიკის კინოაკადემიის წესების თანახმად, სწორედ მას უნდა დაესახელებინა დღევანდელი გამარჯვებული საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში. ქეისი აფლეკის გადაწყვეტილება მის გარშემო აგორებულ სექსუალურ სკანდალს უკავშირდება. პროდიუსერმა ამანდა უაიტმა და ფოტოგრაფმა მაგდალენა გორკამ ოსკაროსანი მსახიობი სექსულურ ძალადობაში დაადანაშაულეს. საქმე 2010 წელს სასამართლომდეც მივიდა.
2017 წელს „ოსკარის“ დაჯილდოვებაზე აფლეკი გამარჯვებულად ბრი ლარსონმა დაასახელა. მოგვიანებით ლარსონი გამოტყდა, რომ სცენაზე აგრესიის მართვა ძალიან გაუჭირდა. თავის მხრივ კინოაკადემიამ აფლეკის გადაწყვეტილება უკვე მოიწონა.