LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით ბლანშეტი კანის კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს

455

დღეს ცნობილი ხდება, რომ ავსტრალიელი მსახიობი, მრავალგზის საერთაშორისო პრემიის ლაურიატი და „ოსკარის“ მფლობელი ქეით ბლანშეტი კანის რიგით 71-ე ცერემონიაზე ჟიურის თავმჯდომარე გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „ფრანს-პრესმა“ გაავრცელა.

„ჩვენ მოხარულები ვართ, წარმოგიდგინოთ უნიკალური, ნიჭიერი და თავდაჯერებული ქალბატონი ჟიურის თავმჯდომარის ამპლუაში. შემოდგომაზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ჩვენ დავრწმუნდით, რომ ის ღირსეული პრეზიდენტი იქნება“, – ნათქვამია კანის კინოფესტივალის პრეზიდენტის, პიერ ლეკურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 48 წლის ქეით ბლანშეტი კინოსა და თეატრის მსახიობია. ის ორჯერ გახდა „ოსკარის“ მფლობელი, ასევე მიღებული აქვს BAFTA-ს სამი და „ოქროს გლობუსის“ ორი პრემია. მისი ყველაზე გახმაურებული ფილმებია „ელიზაბეტი“, „ბეჭდების მბრძანებელი“, „ავიატორი“, „სკანდალური დღიური“, „ჟასმინი“ და „ქეროლი“. ბლანშეტს მიღებული აქვს მონაწილეობა 40 კინოსურათსა და 20-ზე მეტ თეატრალურ წარმოდგენაში.

https://www.facebook.com/festivaldecannes/photos/a.197959553558322.42871.197710070249937/1746142748739987/?type=3&theater

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g