ქეით ჰოლმსი მნიშვნელოვან ცერემონიებზე ყოველთვის კლასიკურად და ელეგანტურად გამოწყობილი ჩნდება. თუმცა თავისი უკანასკნელი ღონისძიებისთვის მსახიობმა თამამი კაბა შეარჩია.
ნიუ-იორკში, ფილმის „ყველაფერი, რაც გვქონდა“ პრემიერაზე მისულ ჰოლმსს ნახევრად გამჭვირვალე კაბა ეცვა, რომელიც პროვოკაციული ჭრილებით იყო გაფორმებული. მოძრაობის დროს მისი თეთრეულის დანახვა არც ისე რთული იყო. 37 წლის ვარსკვლავისთვის ეს იმიჯი უჩვეულო აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ჰოლმსი და მისი ბოიფრენდი, მსახიობი ჯეიმი ფოქსი უახლოეს მომავალში დაქორწინებას გეგმავენ. ხმები მათი რომანის შესახებ გასული წლის მარტში გამოჩნდა.