პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის აზიური ტურნე უცხოური მედიისთვის კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. ყოველდღიურად მედიის ყურადღების ცენტრში ხვდება ქეით მიდლტონის ლუქი. ის ხან კლასიკური, ხან ეროვნული და ხანაც სპორტული სამოსით ჩნდება ტურნეს დროს და ეს არცაა გასაკვირი, რადგან სამეფო წყვილმა ვიზიტის დროს ვიზაჟისტთადა სტილისთა მთელი ჯგუფი გაიყოლა.
ცხადია მედიას არ გამოჰპარვია საინტერესო მომენტები ვიზიტიდან. მაგალითად ესაა ქეითის ჩექმა, რომელიც მიდლტონს ბჰუტანის მონასტერში ვიზიტისას ეცვა. აღმოჩნდა, რომ ესაა ჩექმა Penelope Chilvers-ის კოლექციიდან, რომელიც ქეითს ჯერ კიდევ 2004 წლის აგვიტოში ეცვა. ინტერნეტში მოხვდა ფოტო, რომელიც 2004- შია გადაღებული. ამავე ჩექმით გამოჩნდა მიდლტონი Gatcombe-ის პარკში ფესტივალზე.
რაც შეეხება ჩექმას, ის Penelope Chilvers-ის კოლექციიდანაა და მისი ღირებულება ინტერნეტში 475 ფუნტი სტერლინგია. ქეიტს ის თეთრ ბლუზთან, ჯინსის შარვალთან და ჟილეტთან ჰქონდა შეხამებული.
