ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა სამეფო ოჯახის მიერ ორგანიზებულ ბაღის წვეულებაში მიიღეს მონაწილეობა. ეს ყვავილების ფესტივალი ტრადიციულად ბუკინგემის სასახლის ეზოში იმართება. ამ დღეს მიდლტონი ბრწყინავდა საყვარელი დიზაინერის „ემილის ვიკსტიდის“ ყვითელ კაბაში, რომლითაც უელსის პრინცესა უკვე გამოჩნდა 2022 წელს. ამ ანსამბლს ქეითმა, „ფილიპ ტერისის“ შლაპა შეუხამა.
ღონისძიებას 7500 სტუმარი დაესწრო. ეს გახლავთ ქეითის პირველი გამოსვლა ყვავილების ფესტივალზე ორწლიანი პაუზის შემდეგ.
ქეით მიდლტონი ვიქტორია ბექჰემის ულამაზეს ორეულში დაჯილდოების ცერემონიაზე
ქეით მიდლტონი „ალესანდრა რიჩის“ კოპლებიან კაბასა და ვუალიან შლაპაში
„ალექსანდრ მაკქუინის“ პალტოში გამოწყობილმა ქეით მიდლტონმა ჩაცმის პროტოკოლი დაარღვია – მედია





