LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი პრინცესა დაიანას გვირგვინით გამოჩნდა (ფოტო)

394

ნიდერლანდების სამეფო ოჯახის საპატივცემულოდ ბუკინგემის სასახლეში მიღება გაიმართა, რომელიც დედოფალ ელისაბედის ინიციატივით დაიგეგმა. გალა-ვახშამის მთავარი მასპინძლები პრინცი უილიამი, ქეით მიდლტონი და თავად დედოფალი გახდნენ. ცხადია, ყველაზე დიდი ყურადღება ქეით მიდლტონისკენ იყო მიმართული. 35 წლის კემბრიჯის ჰერცოგინია საყვარელი ბრენდის „ალექსანდრე მაკქუინის“ ულამაზეს ცისფერ კაბაში იყო გამოწყობილი. ცალკე აღნიშვნის ღირსია გვირგვინი Cambridge Lover’s Knot, რომელიც ამ დრომდე ქეითზე არასოდეს გვინახავს. ის პრინცესა დაიანას საყვარელი აქსესუარი გახლდათ, რომელიც ელისაბედმა ქეითს გადასცა.

საღამოს ასევე ესწრებოდნენ პრინცი ჩარლზი დ კამილა პარკერი. გალა-ვახშამი სამეფო წვეულების ფორმატში გაიმართა, ამიტომ ყველა მონარქი ქალბატონი ტიარებსა დ საღამოს კაბაში იყო გამოწყობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g