LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი უიმბლდონზე „დოლჩე და გაბანას“ ყვითელ კაბაში (ფოტო)

155

უიმბლდონის ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩისა და კევინ ანდერსონის ფინალის სანახავად თითქმის ყველა ბრიტანელმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი. ცხადია ტურნირის ფინალს ესწრებოდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახიც, რომელიც ამჯერად პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა წარმოადგინეს.

საინტერესოა, რომ მიდლტონი უიმბლდონზე რამდენჯერმე გამოჩნდა, რამდენიმე დღის წინ კი ის სერენა უილიამსის საგულშემატკივროდ მეგან მარკლისთან ერთად მივიდა.

ფინალურ მატჩზე ქეითი ბრწყინავდა „დოლჩე და გაბანას“ ყვითელ კაბაში, რომელიც ამავე ბრენდის ჩანთასთან ჰქოდნა შეხამებული.

ტურნირს ასევე ესწრებოდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, მსახიობები ემა უოთსონი, ჰიუ გრანტი, ედი რედმეინი და სხვები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g