14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს ქეით მიდლტონი სახლისგან და მეუღლისგან მოშორებით გაატარებს. კემბრიჯის ჰერცოგინიას კომპანიონობას მფრინავები გაუწევენ.
უილიამის მეუღლე საქველმოქმედო ვიზიტით კემბრიჯშშირში Royal Air Force-ის ბაზას ესტუმრება. თანამშრომლებთან უშუალო შეხვედრის გარდა, ცნობილია, რომ ქეითი ავიასიმულატორითაც იფრენს.
მანამდე კი, პრინცისა და მისი მეუღლის ნახვა შესაძლებელი 12 თებერვალს, BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე იქნება.