ჟურნალისტები ხუმრობენ, რომ პიპა მიდლტონის ცხოვრება ნამდვილ დეტექტივს ჰგავს. ის ჯერ ექს-ბოიფრენდს, ნიკო ჯექსონს დაშორდა. ამის მიზეზი წყვილის გადატვირთული სამუშაო გრაფიკი იყო, პიპა ლონდონში ცხოვრობს, ნიკო კი, ჟენევაში. ამის შემდეგ ქეით მიდლტონის და არაერთხელ დააფიქსირეს კიდევ ერთ ყოფილ შეყვარებულთან, ჯეიმს მეთიუსთან. მათ შორის კარიბის ზღვის სანაპიროზე დასვენების დროს.
ამჯერად პიპა მიდლტონი შვეიცარიის კურორტ ვერბიეზე ისვენებს. მასთან ერთად კი სწორედ ნიკო ჯექსონი იმყოფება, რომელსაც ის გასულ წელს დაშორდა.
